რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი – სია რეგიონების მიხედვით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2020 წლის 20 ივლისს, საქართველოს მთავრობის N449 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
წელს, პირველად, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად განისაზღვრა ის იურიდიული პირი, რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რეგიონულ ჭრილში (იხ. დანართი), რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება