რთული ქცევის მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის მასწავლებლების საჭიროებები გამოიკვეთა – სკოლების ანგარიში
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე თბილისის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების საპილოტე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდა ძალადობის (მათ შორის, ბულინგის, კიბერბულინგის) და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული, რომლის მიხედვითაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 12 და საპილოტე სკოლების 571 თანამშრომელი გადამზადდა. 112 პედაგოგი შეირჩა მშობლებთან და მოსწავლეებთან სამუშაოდ.
მომზადდა ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. ამ მიმართულებით გადამზადდა საპილოტე სკოლების 227 კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი. ხოლო მათ მიერ 2710 მოსწავლე გადამზადდა.
ანგარიშის თანახმად, შემუშავდა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის გეგმა, რომლის ფარგლებშიც 102 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და მასში 1630 მშობელი მონაწილეობდა.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „რთული ქცევის“ მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის მასწავლებლების საჭიროებები გამოიკვეთა, ხოლო ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მიზნით, მომზადდა ნარკოპრევენციის პროგრამები 13 წელს ზემოთ ასაკისა და 13 წლამდე მოსწავლეებისათვის. აღნიშნული პროგრამების საფუძველზე პედაგოგები და მანდატურები ასევე გადამზადდნენ.
ბულინგის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საპილოტე სკოლებში 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება