საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება
საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება – აღნიშნული ინფორმაცია დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ამასთან, როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ მუშაობას თეატრებიც. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან დაგეგმილია დაბა მესტიის და ლენჯერის გახსნა.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება