„საბავშვო ბაღების გახსნისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ“ – კახა კალაძე
პირველი ოქტომბრის მოახლოებსთან ერთად, კიდევ უფრო იმატებს კითხვები იმასთან დაკავშირებით, განაახლებენ თუ არა საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების შემდეგ, უწყებათშორის კომისიას ამასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება ჯერ არ გაუხმოვანებია და მთავრობის ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბაღების გახსნის შემთხვევაში მეტი რისკი არსებობს. ამ ფონზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ბაღების გახსნისთვის მზად არის.
„ბაღებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა სპეციალური რეგულაციები და ამისთვის საჭირო იყო გარკვეული შესყიდვების განხორციელება და დღეს შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ბაღებმა დაიწყოს ფუნქციონირება ყველა იმ რეგულაციის, ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც იყო დარგის სპეციალისტების მხრიდან. იქ იყო საუბარი, რომ ბავშვებს ინდივიდულურად უნდა ჰქონდეს თავისი ჩანთები, ფანქრები და ა.შ. ველოდებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კი, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით მიღებული არ არის.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება