„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას“
საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გეგმაა, რომ საქართველოში განათლების ხარისხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს მიუახლოვდეს. ამის შესახებ მან, 30 ივლისს, განათლების და მეცნიერების 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციის დროს ისაუბრა, რომელიც სასტუმრო „შერატონში“ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ყველა სფერომ მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ ამ სისტემას, მაშინ როცა ჩვენ ვითვლებოდით ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ საზოგადოებად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმების შედეგად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახა აღნიშნული. განათლება და მეცნიერება არის უმთავრესი. ჩვენი მთავრი მისწრაფება გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ერთის მხრივ, გამოწვევა იყო განათლების ხელმისაწვდომობა და ახლა, ჩვენ უნდა გადავიდეთ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2020-2021 სასწავლო წელს 65 ათას მოსწავლესა და 7 ათას მასწავლებელს TEAMS არ გამოუყენებია – IDFI
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება