სად და როგორ უნდა აიღოთ ცნობა 2020 წლის მასწავლებელთა გამოცდების ჩაბარების შესახებ?
მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის აღება აპლიკანტებს თბილისში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში შეუძლიათ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ცნობის ასაღებად მსურველები ადგილზე უნდა მივიდნენ და განცხადება დაწერონ.
„სანამ აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, მანამდე მასწავლებლის გამოცდების პირველადი შედეგის შესახებ გაიცემა ცნობა. ცნობა განცხადების დაწერიდან 5 სამუშაო დღეში იქნება მზად. აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი იქნება გამოცდის საბოლოო შედეგები“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ინფორმაციისთვის, გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობა მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე გასაგრძელებლადაა საჭირო, ასევე მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსებისასაც ითხოვენ ცნობას გამოცდის ჩაბარების შესახებ.
რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება მათ ელექტრონულ გვერდზე e sсhool -ის ბაზაში.
შეგახსენებთ, რომ წელს ზაფხული მასწავლებლის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველებს ჰქონდათ გასვლის საშუალება. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კი გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება