საჯარო სკოლას წელს 34 ათასზე მეტი მოზარდი დაამთავრებს
საჯარო სკოლების დაწყებით და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლის მანძილზე ზრდადი ტენდენციით ხასიათდება, განსხვავებული სიტუაციაა საბაზო საფეხურზე. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მიმდინარე, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე (1-დან მე-6 კლასის ჩათვლით) 290 ათასი მოსწავლე ირიცხება, 2018-2019 სასწავლო წელს ეს რიცხვი შეადგენდა – 283 ათასს, 2017-2018 წლებში კი – 274 ათასს.
საშუალო საფეხურზე (მე-7 დან მე-9 კლასის ჩათვლით) აღრიცხული მოსწავლეების ოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია და მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წელს შეადგენს 128 ათასს, 2018-2019 წლებში იყო – 134 ათასი, 2017-2018 სასწავლო წელსაც – 134 ათასი.
რაც შეეხება საშუალო საფეხურს (მე-10,მე-11,მე- 12 კლასი) ამ საფეხურზე მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო სკოლებში ირიცხება 112 ათასი მოზარდი, გასულ სასწავლო წელს იყო -108 ათასი, 2017-2018 სასწავლო წელს კი -110 ათასი.
საქსტატის მონაცემებში ასევე გვხვდება მოსწავლეთა რაოდენობა კონკრეტული კლასების მიხედვით. EDU.ARIS.GE პოტენციური აბიტურიენტების რიცხვით დაინტერესდა. უწყების ინფორმაციით, საჯარო სკოლების მე-12, ანუ დამამთავრებელ კლასში მიმდინარე 2019-2020 სასწავლო წელს 34 744 მოსწავლე ირიცხება. გასულ წელს მათი რიცხვი 34 688 იყო.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება