საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს გაკვეთილზე დანა აღმოუჩინეს
გორის მეშვიდეს საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის მოსწავლეს ცივი იარაღი აღმოუჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეები ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბიჭს სკოლაში დანა ჰქონდა მიტანილი. სკოლის ადმინისტრაციამ ადგილზე პოლიციაც გამოიძახა. ფაქტი მოგვიანებით დაგვიდასტურა სკოლის დირექტორმაც.
,,ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა. მოსწავლეს ცივი იარაღი დამრიგებელმა აღმოუჩინა და შესაბამის სამსახურებს აცნობეს. ამ ეტაპზე მოსწავლე და მშობელი გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნოდარ იარღანაშვილმა.
,,მოსწავლეს დანა გაკვეთილზე აღმოუჩინეს და მანდატურებმა პოლიცია გამოიძახეს. მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს“, – გითხრა მეშვიდე სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება