საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 600-ზე მეტი, ხოლო საგრანტო კონკურსზე 3 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა
დასრულდა 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.
აღნიშნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 3 600-ზე მეტი სტუდენტი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატები;
არსებული ინფორმააცით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
“სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები”, – აღნიშნეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება