საერთო სამაგისტრო გამოცდის მაქსიმალური/მინიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 2020 წელი
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.
მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
განსხვავებით 2017-2019 წლებისგან, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
უკვე განისაზღვრა ტესტის თითოეული ნაწილისთვის მაქსიმალური და მინიმალური ქულები, ასევე საგამოცდო დროის ხანგრძლივობა.
მოგვიანებით გამოქვეყნდება გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომელშიც იქნება დეტალური ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ, ასევე სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.
გთავაზობთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შეფასების ზოგად კრიტერიუმებს.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი