საგანმანათლებლო დაწესებულებები შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე მოხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარუდგინა. პრემიერმა ისაუბრა იმ მიზნობრივ და სოციალურ დახმარებებზე, რომლითაც გეგმის ფარგლებში მოქალაქეები ისარგებლებენ.
გიორგი გახარიამ ისაუბრა ასევე 27 აპრილიდან ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე. მისი განმარტებით 27 აპრილიდან იხსნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების და ტაქსების მომსახურების შეზღუდვა, ამის შემდეგ ყოველ ორ კვირაში სხვადასხვა შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება.
გეგმაში, რომელიც 6 ეტაპს მოიცავს, ჩამოთვლილია კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის თანმიმდევრობა. ამ გეგმაში საგანმანათლებლო დაწესებულებები ნახსენებია სულ ბოლო, მეექვსე ეტაპზე. პრემიერს განათლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ამ ეტაპზე არ უსაუბრია.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვების შემსუბუქების ორკვირიანი ვადა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა შეიცვალოს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან