სამინისტრო: მოდელმა, რომელსაც სკოლებს სექტემბრისთვის ვთავაზობთ, მასწავლებლების საათების ზრდა, არ უნდა გამოიწვიოს
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, საკლასო ოთახში მოსწავლეების რაოდენობაა 29-ზე მეტი არ უნდა იყოს.
ამ ფონზე პედაგოგების ნაწილში გაჩნდა შეკითხვა, იმ სკოლებში სადაც მოსწავლეების დიდი რიცხვია, ხომ არ გამოიწვევს ეს რეკომენდაცია კლასების გაყოფას და მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის გაზრდას? მინისტრის მოადგილის თქმით, არსებული მოდელის თანახმად, წესით პედაგოგების დატვირთვის ზრდა არ უნდა მოხდეს.
„მოდელმა, რომელსაც ჩვენ სკოლებს ვთავაზობთ არ უნდა გამოიწვიოს, მასწავლებლების საათების ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, სადაც საჭირო გახდება მასწავლებლების საათების ზრდა, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, თუმცა იმ მოდელით, რომელსაც ვთავაზობთ, უნდა შეძლონ ისე დაორგანიზდეს სასწავლო პროცესი, რომ არ გამოიწვიოს, დამატებითი კადრების აყვანა“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თერმოსკრინინგის განმახორციელებლ პირს თავად სკოლის ადმინისტრაცია შეარჩევს და თავად გადაწყვეტს იქნება ის მანდატური, დამრიგებელი თუ ტექნიკური პერსონალი. მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციებზე მუშაობა სასწავლო დაწესებულებებმა უკვე დაიწყეს და ეს წესები ეხება როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებს.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება