სამინისტროს დაზუსტება: ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება!
განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, 2020 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.
“არდადეგები იწყება 30 დეკემბრიდან, ამ რიცხვში გაკვეთილები არ ჩატარდება. 15 იანვრის ჩათვლით ყველა საჯარო სკოლაში არდადეგები დაიწყება, რითაც დასრულდება სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. მთავრობის გადაწყვეტილებით 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18 იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” – განაცხადეს სამინისტროში”, – განგვიცხადეს უწყების ცხელ ხაზზე.
საკითხის დაზუსტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დღის პირველ ნახევარში უწყების ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ არდადეგები ოცდათერთმეტი რიცხვიდან იწყებოდა.
EDU.ARIS.GE ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანის გამო, ვინაიდან ჩვენ სამინისტროს პირველ ინფორმაციას ვეყრდნობოდით.
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება