საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რიცხვმა იკლო – როგორია განახლებული სტატისტიკა
საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველი მოსწავლეებიის რაოდენობა შედარებით შემცირდა. ამასთან, იზრდება იმ მოსწავლეთა რიცხვიც, ვინც დისტანციურ სწავლებას აუქმებს და სკოლას უბრუნდება.
აღნიშნული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან 12 ნოემბერს მიიღო.
მართვის სისტემის ინფორმაციით, ხუთშაბათ დღეს, შესაბამის პორტალზე დისტანციური სწავლების მოთხოვნით, 7 569 მოსწავლე დარეგისტრირდა, სწავლების ისევ დასწრებულ რეჟიმზე გადასვლა კი 5 321-მა მოითხოვა.
თუკი ტენდენციას დავაკვირდებით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რიცხვი 9 000-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა. მისცემს თუ არა ეპიდემიოლოგიური ვითარება მოსწავლეებს დღეს არსებული პოზიტიური დინამიკის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობას, ამას მომდევნო კვირა გვაჩვენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 508 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა 77 პაციენტი.
სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბრიდან განახლდა.
ასევე იხილეთ:
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება