„საქართველოში განათლების სფეროს ახალი ელიტები სჭირდება“ – გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამჯერად იმ ადამიანებს და მათ შორის სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში დროზე ადრე დაბრუნება მოუწიათ. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ყველა სფეროს ახალი ელიტები სჭირდება და ამის მიღწევა მხოლოდ განათლებული ადამიანებითაა შესაძლებელი. ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ საზღვარგარეთიდან იძულებით დაბრუნებული სტუდენტები პანდემიის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ სასწავლებელს.
„გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში. კიდევ ბევრია საქართველოს მოქალაქე და სტუდენტი, ვინც სწავლობს საზღვარგარეთ. განათლება უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ კარგი. ახალგაზრდებმა უნდა იარონ, უნდა ისწავლონ, უნდა ნახონ, უნდა ჩამოიტანონ გამოცდილება. მინდა გამოვყო ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. დარწმუნებული ვარ ყველას ერთი სული აქვს ახლა როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ასევე დაგაბრუნებთ უკან, იმიტომ რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში. ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა, ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან, მათ შორის განათლებაში და ეს ხართ თქვენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მოზრდილები შევინარჩუნოთ აქ და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში ამ დროისთვის პანდემიის გამო 12 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორისაა 80 სტუდენტი ამერიკიდან, სადაც ისინი Flex-ის პროგრამით გადიოდნენ სწავლებას.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება