საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე 131 აპლიკანტი გამოცხადდა
დღეს, 2 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდას უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები აბარებენ. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდება.
დარეგისტრირებული 142 გამოსაცდელიდან ტესტირებაზე 131 აპლიკანტი გამოცხადდა. რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათსა და 30 წუთს გასტანს.
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისაგან შედგება. თითოეულ დავალებას 5 სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია.
თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით ფასდება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებელი ინფორმაციით, გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოცდაზე დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება