საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდის შედეგები ცნობილია
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა 2020 წლის გამოცდის შედეგები ცნობილია.
შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გამოცდაზე გამოსული 131 გამოსაცდელიდან ზღვარი წარმატებით გადალახა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 22-მა პირმა.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან (2020 წლის 11 სექტემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
ინფორმაციისთვის, გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდაზე დარეგისტრირებული 142 გამოსაცდელიდან ტესტირებაზე სულ 131 აპლიკანტი გამოცხადდა.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება