საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდის ჩატარების დრო შეიცვალა – დეტალები
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირების ჩატარების დრო შეიცვალა. იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 24 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ, ტესტირება 5 თებერვლის 15:00 საათზე ჩატარდება, ნაცვლად 10:00 საათისა.
რეგისტრირებული აპლიკანტი ზოგადი უნარების გამოცდას თბილისში არსებულ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში ჩააბარებენ. საგამოცდო ცენტრის მისამართი გახლავთ თ. იოსებიძის N50, ქ. თბილისის N161 სკოლის შენობა.
საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი რეგისტრაციის გასავლელად 14:30 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
გაითვალისწინეთ, დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება!
დეტალები ტესტიტირების შესახებ:
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
რა შეიძლება იქონიოს თან აპლიკანტმა ტესტირების მიმდინარეობისას?
- წყალი (პოლიეთილენის ბოთლით);
- პირადი ჰიგიენის ნივთები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი გამოაქვეყნებს:
- იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
- იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
მონაწილემ, რომელმაც რეგისტრაციის დროს მიუთითა სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვა), შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) უნდა წარადგინოს ცენტრში (მინდელის ქუჩა №9) 31 იანვრის 18:00 საათამდე.
ტესტირებისათვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 29 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ე. მინდელის N9.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება