„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“
განათლების სამინისტრო საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზე მუშაობს, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაცია იქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგნიზაციებს და იქ ექსკურსია-გაკვეთილი დაგეგმონ.
„ჩვენი მიზანია ექსკურსია შინაარსით, რომელიც მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლება. ეს გულისხმობს გაკვეთილსაც და გართობასაც. ჩვენ ვმუშაობთ ექსკურსიების პროგრამაზე. თვისუფალი გაკვეთილების ინიცატივის ნაწილი გახდება ექსკურსები, იქნება ეს მუზეუმში თუ სხვა ორგანიზაციებში. ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგებს და გადავიხდით ფულს კონკრეტულად მასწავლებლის აქტივობაში და არა „ბარკლების“ ნაწილში. ასევე გვექნება მასპინძელი ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც წინასწარ მომზადებული გარემო ექნება ბავშვებისთვის. წელს უკვე 100 ორგანიზაცია იქნება ამ კატალოგში. სკოლების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაურეკონ, რომ კლასი მომყავს და ისინი ყველანაირად ხელს შეუწყობენ.
„იუსტიციაც ძალიან მონდომებულია ამ მიმართულებით, ასევე მუზეუმები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები, ვფიქრობ წელს თუ 100 ობიექტი გვექნება, მომავალ წელს შეიძლება 1000-იც იყოს. კატალოგის ონლაინ ვარიანტიც იქნება და ბეჭდურიც, სადაც პირდაპირ ეწერება სად შეიძლება წაიყვანო კლასი თუ გაქვს სურვილი და იდეა. ეს ყველაფერი პროფესიული ორიენტაციის მიმართულებითაც საინტერსო იქნება და სხვა ბევრი კუთხითაც“, – ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე