„სასკოლო სახელმძღვანელოებში არის ბევრი ტექნიკური შეცდომა, როცა საქმე ეხება სამშობლოს ისტორიას“
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილი გადასახედია. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამის განხილვისას ისაუბრა.
„როგორ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა, როცა სახელმძღვანელოებში არის ბევრი ტექნიკური შეცდომა, როცა საქმე ეხება სამშობლოს ისტორიას. არის თემები, რაზეც ჩვენ გამოძიებაც დავიწყეთ და სახელმძღვანელოები ამ თემებზე სხვანაირად საუბრობენ. ეს ცდომილებები ჩვენ შეიძლება გვეჩვენება და ამიტომ, თუ ისტორიკოსებიც დაგვეთანხმებოდნენ, ალბათ, სახელმძღვანელოებში რაღაცები გასასწორებელი იქნებოდა. ასევე ხომ არ უნდა გადაგვეხედა სახელმძღვანელოების ზოგიერთი ის ადგილი, რომელიც იწვევს კრიტიკას მშობლების მხრიდან და არა მარტო მათგან. მთავარი არის, ალბათ, მაინც ის, რომ ეროვნული სულისკვეთება იყოს სახელმძღვანელოებში. არ ვამბობ, რომ ეს საერთოდ არ არის, მაგრამ უნდა იყოს მეტად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება