სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა
2020 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია: „საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე“.
ლექცია ჩაატარა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა და მას, ტურიზმის მიმართულების სტუდენტების გარდა, ესწრებოდნენ ამ საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები და პროფესორ-მასწავლებლებიც.
შალვა ალავერდაშვილმა მიმოიხილა სასტუმრო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დამარცხებისთანავე ინდუსტრია მოახერხებს ფეხზე დადგომას.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ონლაინ ლექციის მსვლელობისას შალვა ალავერდაშვილი პასუხობდა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს.
მან მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების განვითარებასა თუ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში.
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი