სასწავლო პროცესი ეტაპობრივად უნდა აღდგეს – გიორგი გახარიას განცხადება
კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათშორისი კომისია დღეს სწავლის განახლების ეტაპებზე იმსჯელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის
„დღეს გვექნება უწყებათშორისი საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება