„სასწავლო პროცესი შეჩერდეს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით“ – პრემიერის ბრძანება
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისამდე გრძელდება, პარლამენტმა პრეზიდენტის გამოცემულ დეკრეტს მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში სწავლების პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
სასწავლო პროცესის შესახებ გიორგი გახარიას ხელმოწერით ახალი ბრძანება შევიდა ძალაში.
კერძოდ, ცვლილება შევიდა შესაბამის ბრძანებაში (დადგენილება N181), სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება.
ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი, სწავლების პროცესი დისტანციური სწავლების ან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით უნდა განახორციელონ.
“საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)”, – ბრძანებს პრემიერ-მინისტრი.
აღნიშნული ცვლილება ეხება ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციებს. ბრძანების შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში ისინი დისტანციურად იმუშავებენ.
ბრძანებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ წელს სასწავლო პროცესი სკოლებში აღარ განახლდება, თუმცა რა გეგმა აქვს ამ კუთხით განათლების სამინისტროს, ამაზე პასუხს უახლოეს მომავალში გავიგებთ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება