სასწავლო პროცესის აღდგენა ამ ეტაპზე მაისამდე გადაიდო – საგანგებო მდგომარეობის ახალი თარიღი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო დგომარეობა გახანგრძლივდა და 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი წინადადებით მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი და პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას დათანხმდებიან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებაც მინიმუმ 10 მაისამდე გადავადდება. დღემდეარსებული მთავრობის დადგენილების თანახმად, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე იყო შეწყვეტილი.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით. საგანგებო მდგომარეობა კი გახანგრძლივდება 10 მაისამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება