სასწავლო პროცესის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოში ახალი კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი ირანში ნამყოფ საქართველოს მოქალაქეს 50 წლამდე მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ გადამოწმდა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს.
“სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ამ ეტაპზე მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონა ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება