სასწავლო სერვისების მიწოდება პენიტენციურ დაწესებულებებშიც დისტანციურად განხორციელდება
საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ დადგენილება მიიღო.
დადგენილებაში ცალკე მუხლი ეთმობა სამტრედიის 15-ე საჯარო სკოლას, პენიტენციურ დაწესებულებებს და თავშესაფრის მაძიებლებს.
ყველა მათგანისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება სპეციალურად განსაზღვრული დისტანციური ფორმით განხორციელდება.
„ სსიპ − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში:
ა) სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ბ) სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სპეციალური განრიგითა და პირობებით აგრძელებს მუშაობას. სააღმზრდელო პროცესში დამატებით გამოიყენება დისტანციური მომსახურებები.
9. პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება დისტანციურად, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირობებით.
10. თავშესაფრის მაძიებლებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება განხორციელდეს დისტანციური ფორმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩართულობით“, – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება