სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა
2017-2018 ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000–ზე მეტბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სექტემბრიდან კვირაში ერთხელ თბილისის ათასზე მეტბავშვიან სკოლებში ვიწყებთ ვაშლების დარიგების კამპანიას. აღნიშნული პროექტის მიზანი, რომელიც ვაშლების დარიგებას ეხება, ის არის, რომ შემდგომ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს, რაც, თავის მხრივ, ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები“, – განმარტა მინისტრმა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ვაშლების დარიგების ინიციატივაზე მინისტრმა გასულ თვეებშიც ისაუბრა.
„ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
როგორ მოიპოვებს აბიტურიენტი უმაღლესში ან პროფესიულში სწავლის გაგრძელების უფლებას
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა ზოგადი უნარებისა და ხელოვნების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„პრობლემაა მათემატიკის გამოცდაზე ასეთი დაბალი მინიმალური ბარიერი და დახურულბოლოიანი დავალებების გაზრდა“
by განათლებული ბლოგი