შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უკვე, ალბათ, 30 დღეზე ნაკლები რჩება. აქტუალურია კითხვა – ექნებათ თუ არა შესაძლებლობა მშობლებს, საკუთარი შვილებისთვის კვლავ აირჩიონ ონლაინ სწავლების ფორმატი?
EDU.ARIS.GE-მ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დღეს, 22 აგვისტოს, მიიღო. სამინისტროს აზრით, ამ საკითხით ჩვენ ძალიან ნაადრევად ვინტერესდებით და ეს ინფორმაცია სექტემბერში იქნება ცნობილი. იმის ახსნას, რომ ჩვენ კი არა, მშობლები ინტერესდებიან, და ინტერესი მაღალი ტემპერატურის მქონე მოქალაქეების რაოდენობასთან ერთად მატულობს, დიდად აზრი არ ჰქონდა და ჩვენ სხვა უწყებას მივმართეთ.
„უამრავი მშობელი გვიკავშირდება, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა ახალი სასწავლო წლიდან აირჩიონ კვლავ დისტანციური სწავლება, თქვენი უწყების რეკომენდაცია როგორია?“ – ეს კითხვა EDU.ARIS.GE-მ უკვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლალი ებანოიძეს დაუსვა.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა:
„დღეს გვქონდა თათბირი საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება ოფიციალური პასუხი. თუმცა ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არის ამის საჭიროება [ დისტანციური სწავლების ] და ერთი კვირის შემდეგ განათლების სამინისტროსთან კვლავ ვაპირებთ განვიხილოთ მათი რეკომენდაციებიც. ჩვენი რეკომენდაცია კი ასეთია, რომ არ არის საჭიროება ონლაინ სწავლებისა. სწავლის დაწყებამდე 10 დღით ადრე უკვე გვექნება ოფიციალური პასუხი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება განათლების სამინისტროს რეკომენდაციაც. რასაკვირველია, მხოლოდ ჩვენი უწყება ვერ გადაწყვეტს ასეთ მნიშვნელოვან საკითს“.
ანუ, სკოლებში ონლაინ სწავლება ჯერჯერობით არ იგეგმება..
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება