„სკოლაში რელიგიის სწავლების შემოტანა შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს“ – სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტში ერთ-ერთი თავი განათლებას ეხება და საუბარია იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ამ სფეროში რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით არსებობს.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გააქტიურებული საუბრები სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების აღდგენის შესახებ საქართველოში საფრთხის შემცველი იქნება.
„ბოლო წლების მანძილზე დროდადრო ახლდება საუბარი სკოლებში ახალი სავალდებულო საგნის – „რელიგიის/რელიგიის ისტორიის“ შემოღების თაობაზე. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც რელიგიური პრობლემატიკა ხშირად დისკრიმინაციის წყაროდ გვევლინება და სკოლა სათანადოდ ვერ იცავს ნეიტრალიტეტის პრინციპს, როდესაც მასწავლებლები ხშირად ტენდენციურ დამოკიდებულებას გამოხატავენ სხვადასხვა კონფესიის მიმართ, რელიგიის სწავლების შემოტანა შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე დღეს მესამე დოკუმენტი წარადგინა, სადაც აღწერილია თუ რა მდგომარეობაა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში. შეხვედრაზე, სადაც აღნიშნულ საკითხებს განიხილავდნენ მედიისა და განათლების საკითხებზე ექსპერტმა ნინო ცინცაძემ და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ იმსჯელეს.
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება