სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება
სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურად ისწავლიან, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება – აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 31 აგვისტოს მიიღო.
„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
დეტალებზე ვრცლად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, გამონაკლისი მხოლოდ უნივერსიტეტების სამედიცინო პროგრამის სტუდენტებისთვის დაიშვება და პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები დასწრებული ფორმატით ჩატარდება, თუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ორჯერადად აცრილები იქნებიან. სამედიცინო პროგრამის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად.
მინისტრისვე განმარტებით, სწავლასთან დაკავშირებით, 4 ოქტომბრის შემდეგ დიფერენცირებული მიდგომა იქნება, იმ ქალაქში, სადაც კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა განახლდება დასწრებით ფორმატში, ხოლო იქ, სადაც მაჩვენებელი მაღალი დაფიქსირდება სწავლა ისევ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
აუცრელ პედაგოგებს სავალდებულო ტესტირებაში თანხის გადახდა მოუწევთ
-
„თუ სკოლის რეპეტიტორიუმი მოსწავლეებს მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოამზადებს, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას?“
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი ჩაირიცხა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მონაცემები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება