სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აიკრძალა
უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რეკომენდაცია გასცა უწყებეთაშორისმა საბჭომ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიბები გაუქმედეს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თმით კი, სასწავლო პროცესის გადადება საგაკვეთილო და სააუდიტორიო სივრცეებში არ იგეგმება და ბათუმისა და ქობულეთის გარდა ის ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.
მისივე ინფორმაციით, ინსპექტირება უკვე გაიარა 600–მმა სკოლამ და ისინი აკმაყოფილებენ დაწესებულ მოთხოვნებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებთ, უსაფრთხოების კუთხით, სკოლებში ზომების გამკაცრება არ იგეგმება, მთავარია არსებული რეკომენდაციების დაცვა მოხდეს.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან, 2020 წლის 10 სექტემბრიდან, ასევე აიკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასევე აიკრძალა სარიტუალო ღონისძიებები.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრების, კინოთეტრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა პირველი ნოემბრამდე გადვადდა.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან