„სკოლებში სველი წერტილები ჩვენ არც აშენებული დაგვხვედრია და არც დაგვინგრევია“ – პრემიერის პასუხი
პარლამენტი ამჯერად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენს. დეპუტატების კითხვებს შორის გაიჟღერა თემამ, რომელიც სკოლებში არსებული მძიმე ჰიგიენურ-სანიტარულ ვითარებას ეხებოდა და რომელიც კიდევ უფრო საყურადღებო იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სკოლებში სასწავლო წლის განახლებისთვის.
დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერს შეახსენა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ისევე როგორც ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სკოლების დიდ ნაწილში სანიტარიის მხრივ მძიმე სურათია.
დეპუტატის შეკითხვას, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა სექტემბრისთვის, რომ სანიტარული ვითარება გამოსწორდეს, პრემიერმა უპასუხა, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს.
“მართალი ბრძანდებით, ეს სერიოზული პრობლემაა და მაშინ როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა 4 მარტს განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან გეგმას, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში სველი წერტილი იყოს, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არც დაგვინგრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა, რის შესახებაც სტატისტიკურ ინფორმაციას დეპუტატებს წერილობით მიაწვდის.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება