სკოლის აშენების მოთხოვნით სოფელ ქერეში საპროტესტო აქცია იმართება
აგვიშენეთ სკოლა – ეს არის ის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციაზე გააჟღერეს. ადგილობრივების თქმით, თუ სოფელში საგანმანათლებლო დაწესებულება დროულად არ დაიწყებს ფუნქციონირება, ისინი ბავშვებს პროტესტის ნიშნად მეზობელი სოფლის სკოლაშიც აღარ გაუშვებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს სკოლა გასულ წელს დაიკეტა, რადგან შენობა ამორტიზებულია და იქ სასწავლო პროცესის განახლება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაუშვებელია. ქერელი მოსწავლეები ამ დროისთვის საშუალო განათლებას სოფელ მერეთის სკოლაში იღებენ.
,,დღეს არავინ არ გაუშვით ბავშვების სკოლაში, რადგან სადაც დადიან ისინი, იმ სკოლაში საშინლად ცივა და არ არის შესაბამისი გარემო. მოდიან საღამოს შვიდ საათზე გათოშილები და ფიზიკურად გაკვეთილების მომზადებას ვეღარ ასწრებენ“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
,,შეგვპირდნენ, რომ აგიშენებთ სკოლასო. აშენება კი არა ჯერ არავინ მოსულა და არც არაფერი გაუკეთებიათ. თუ არ მოგვხედავენ და არ აგვიშენებენ სკოლას ქერეში, ერთი ბავშვი აღარ იქნება“, – აცხადებს ინგა ბეღელური.
,,არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ვითხოვთ მოგვხედოს ვინმემ“
ქერეს მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჯერ არავინ გამოჩენილა. მოსახლეობა გორის მერიის წარმომადგენლებს ამ დრომდე ელოდებიან.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება