სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები გაურკვეველი ვადით გადაიდო
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორთა სასერტიფიკატო გამოცდების გადავადების შესახებ, ამის შესახებ ოფიციალურდ 5 მარტს, ანუ გამოცდის ჩატარების წინა დღეს განაცხადეს. ინფორმაციის გაახლება და ახალი ვადები 20 მარტს უნდა გაცხადებულიყო თუმცა ახალი ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
როგორც შესაბამის ვებგვერდზე ვკითხულობთ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულებისთანავე.
“საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულებისთანავე.
ტესტირების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი განთავსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა. ამასთან, გამოცდა უნდა ჩააბარონ იმ პირებმაც ვინც ამჟამად სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მათი რიცხვი კი 1022 -ია.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან