სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურების გაანგარიშების წესი შეიცვალა
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ) საკანონმდებლო ცვლილებაში განმარტებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურების გაანგარიშება.
დოკუმენტის თანახმად, აქამდე არსებული ბრძანების 13/5 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:
ა) დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);
ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);
გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25=625,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 625.73 ლარს.“
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
by ARIS.GE-განათლება
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება