სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დღეს იწყება
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დღეს, 31 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება და 19 აგვისტოს 18:00 საათამდე გასტანს.
სტუდენტებმა მობილობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge. აღნიშნულ პორტალზე ვაკანტური ადგილები რეგისტრაციის დაწყების დროიდან გამოჩნდება.
სტუდენტები 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების ნახვას 25 აგვისტოს შეძლებენ. მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე (www.students.emis.ge) – პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.
იხილეთ საინფორმაციაო ბუკლეტი
მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა უნდა მიმართონ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა დროულად წარადგინონ მიმღებ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტები.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა 2020 წლის 26 აგვისტოდან 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
იხილეთ ხშირად დასმული კითხვები და პასუხები მობილობასთან დაკავშირებით
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება