სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2020 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო გრანტი
2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 123-მა, ხოლო გრანტი გაიუმჯობესა 139-მა სტუდენტმა. მათგან 100%-იანი გრანტის მოპოვება შეძლო 79-მა, 70%-იანი გრანტის – 87 -მა, ხოლო 50%-იანის კი 96-მა პირმა.
გთავაზობთ იმ სტუდენტთა რეიტინგულ სიას, რომლებმაც 2020 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება.
საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან