სწავლის დაწყების თარიღის შეცვლის საფუძველი არ არსებობს – გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს.
„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ცნობილია კორონავირუსის შემთხვევების გახშირების შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე საზოგადოებას მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა და სექტემბერში სწავლის დაწყების შესახებ განმარტება გააკეთა.
“ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული არის ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს ჩვენ გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეებისა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხო, კოვიდისგან თავისუფალ სკოლებში მიიღონ განათლება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბერს არის დაგეგმილი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება