„სწავლის თარიღთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“ – თამარ გაბუნია
საკლასო ოთახებში (ასევე აუდიტორიებში) სწავლის დაწყების თარიღთან (საუბარია დაანონსებულ 1–ელ ოქტომბერზე ) დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გეგმავს თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის ფიზიკური თარიღის ცვლილებას საკოორდინაციო საბჭო და არის თუ არა ცვლილებები მათთვის განსაზღვრულ პროტოკოლებში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თარიღის შესახებ ჯერჯერობით გადაწყვეტილება უცვლელია, რეკომენდაციები კი შეიძლება შეიცვალოს.
„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, იქიდან გამომდინარე თუ რაიმე ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც იქნება საერთაშორისო რეკომენდაცია ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამაზე რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა მიღებული არ ყოფილა, თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება