„სწორედ მასწავლებლების ვაქცინაცია შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას“ – ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მათ მიერ აღირიცხა სკოლის 30 000-მდე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 10 000-მდე პედაგოგი, რომლებიც არიან 55 წელს ზევით და ეკუთვნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ისეთი რეგულაციების გადახედვა, როგორიც მოსწავლეებისთვის გარკვეული ასაკის ზევით (მე-4 კლასიდან ზევით) პირბადის სავალდებულოდ ტარებაა, არ იგეგმება, ხოლო მასწავლებელთა ვაქცინაცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას.
„ეს არის ისეთი რეგულაციები, რომლის გადახედვაზე მსჯელობაც ძალიან რთულია ეპიდემიის პირობებში, ვინაიდან პირბადე – ეს არის თითქმის ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ჩვენ დღეს საუკეთესოდ გვიცავს. თვითონ სასწავლო პროცესის გამართულობისთვის რაც იგეგმება და რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ განთლების სამინისტროსთან ერთად, ეს არის პედაგოგების იმ ჯგუფის ვაქცინაცია, რომელსაც დღესდღეობით თავიანთი ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე ეკუთვნით ვაქცინა. აქედან გამოვლენილი იყო 30 000-მდე პედაგოგი, რომელიც არის 55 წელს ზევით და მათ ეკუთვნით ვაქცინაცია და ასევე არის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებების აღმზრდელები, 10 000-ზე მეტი პედაგოგი, რომელთაც ასევე ეკუთვნით ვაქცინაცია. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ პირების ვაქცინაცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას. ბავშვების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა, რაზეც უკვე ადგილზე უნდა იზრუნოს სკოლამ და პედაგოგმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 133 პედაგოგი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა – ივანე ჩხაიძის თხოვნა მშობლებს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება