თანამშრომლობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის
მიმდინარე წლის 15 ივლისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა’’ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის. თანამშრომლობა განხორციელდება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის -,,მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადი კარანტინის პირობებში’’ – ფარგლებში.
სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში მყოფ ბენეფიციარებთან მუშაობის გარდა, პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტთა სტაჟირებას სააგენტოს ფილიალებში (სპეციალიზებული დაწესებულებები) და სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები).
თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს მხრიდან ხელი მოაწერა დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა მამუკა თავხელიძემ.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა“ – GRUNI-მ ექიმებისთვის ტრენინგი ჩაატარა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი