კორონავირუსი 115-ე საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელს დაუდასტურდა
თბილისის 115-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ვირუსი სპორტის მასწავლებელს დაუდასტურდა.
ფაქტის გამო 12 ოქტომბრიდან სკოლის ყველა კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
პედაგოგს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, სკოლის მოსწავლეებს ურჩიეს 12 დღის მანძილზე იზოლაციის წესები დაიცვან.
დღეიდან ერთი კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე თბილისის 47-ე საჯარო სკოლაშიც. აქ კორონავირუსი მეხითე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.
დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ქუთაისის N13 საჯარო სკოლაც. მასწავლებლის Covid-19-ით ინფიცირების გამო აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, ერთ-ერთ პედაგოგს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლაში განუცხადეს, ინფიცირებული მასწავლებელი სკოლაში პარასკევის ჩათვლით დადიოდა და გაკვეთილებს სხვადასხვა კლასში ატარებდა. შესაბამისად, სკოლის ყველა პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლის დირექტორის ელისო ირემაძის ინფორმაციით, სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იმართება, რომლის შემდეგაც არ არის გამორიცხული, პანდემიის ფონზე მთავარმა ეპიდემიოლოგებმა რეგულაციების გამკაცრების შესახებ გააკეთონ განცხადებები. შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები განათლების სისტემის მუშაობას ჯერ უცნობია, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორი დღის წინ განაცხადა, მაგალითად ბაღების სრულყოფილად გახსნის შესახებ დღეს კიდევ იმსჯელებენ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან