თბილისის კლასიკური გიმნაზია დაიხურა – კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა
თბილისის კლასიკური გიმნაზია 21 ოქტომბრამდე სრულად დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.
ამის მიზეზი, როგორც საჯარო სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე წერს, სკოლის მასწავლებლისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.
“ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და პედაგოგებო! მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ მაკა სახურიას, დაუდასტურდა კოვიდ-19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე. პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან!”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება