თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ამ გადაწყვეტილებამდე, არსებული გეგმის შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაღებში 16 მარტიდან უნდა განახლებულიყო.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სტანდარტით გათვალისწინებული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომავალშიც გაგრძელდება.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება