თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.
მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge დღეს, 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.
რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ ბავშვის პირადი ნომერი და მშობლების პირადი მონაცემები, რომლებიც მითითებულ ველებში ქართული შრიფტით უნდა შეიყვანოთ.
ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით შეგიძიათ იხილოთ ბმულზე.
როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რეგისტრაციისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი დასწრებაა, მშობლების მოსაზრებით კი ეს ერთგვარ სპორტადაც კი იქცა.
„ჯერჯერობით ყველაზე სამართლიანი პრინციპი დასწრებითობაა, მაგრამ არსებობს სარეზერვო სიები, როდესაც ბაზაში რჩება ადგილები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მშობლების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. წელს 14 ათასი ბავშვის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, აქედან პირველ ეტაპზე უკვე 3000 ბავშვი დარეგისტრირდა“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
რაც შეეხება დამატებით რეკომენდაციებს, რომელიც კორონავირუსითაა გამოწვეული, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ამ პროტოკოლებზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად მიმდინარეობს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება