თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშაია, დღეს თსუ-ის 30-ე რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 4 წლის ვადით აირჩია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს თსუ-ში განუცხადეს, ხმის მიცემაში აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან, მონაწილეობას 32 წევრი იღებდა. 2 ხმა გაბათილდა, აკადემიური საბჭოს 30-მა წევრმა კი ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი, რომელიც რექტორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა იყო.
თსუ ახალარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ნდობისთვის.
„პირველ რიგში, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე, როგორც უნივერსიტეტელი, თითოეულ პროფესორთან, სტუდენტთან და ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად ვეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავალზე. იმაზე, რომ სწავლა-სწავლება და სამეცნიერო კვლევა ამ ოთხი წლის განმავლობაში იყოს უფრო მაღალი სტანდარტების. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
გუშინ გვიან ღამით, მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, საარჩევნო ოთახის გადაკეტვა სცადეს და იყო დაპირისპირება დაცვასთან. მოგვიანებით კი, მათ რექტორობის კანდიდატი და მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშაია ესაუბრა და დაპირებები გასცა, რომ სტუდენტების მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობას დაიწყებს.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება