„ტემპერატურა 37° ძალიან ბევრს ჰქონდა“ – აბიტურიენტი რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან
რუსთავის #22 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული 2020 წლის აბიტურიენტი ამბობს, რომ მის საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ სიცხე არაერთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა.
“ძალიან კარგი გარემო შემხვდა – მომღიმარი პერსონალი, არანაირი ზედმეტი საუბარი. სიცხე გაგვიზომეს, ძალიან ბევრს ჰქონდა 37, ძალიან ბევრს და იცდიდნენ. მერე შეიყვანეს თუ არა, არ ვიცი, მე შევედი და ვეღარ დავინახე. სექტორში ორი დამკვირვებელი იყო. წესები აგვიხსნეს, თავიდან ცოტა გვესაუბრნენ განტვირთვის მიზნით – მაქსიმალურად მოეშვითო, რაღაც ძალიან ელემენტარული საკითხები იქნება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარეო.
„ზარი 09:00 საათზე დაირეკა და თუ რამე შეკითხვა გვქონდა, ყოველგვარი აგრესიის და რაღაც სხვანაირი გამოხედვის გარეშე გვიპასუხეს. რომ შევედით და ადგილები დავიკავეთ, პირბადეები მოვიხსენით.
„საკითხებს რაც შეეხება, რედაქტირების ტექსტი მოვიდა პატარა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომით. ყოველი მეორე სიტყვის მერე შეცდომა იყო.
მორფილოგიური, სინტაქსური, სასვენი ნიშნები, მოკლედ, ყველანაირი. ესე იყო ტექნოლოგიებზე – ჩვენ გარშემო ბევრი ტექნოლოგიაა და დაასაბუთეთ შეუშლის თუ არა ეს ხელს ადამიანებს, დაღლის თუ არა ეს მათ და შეზღუდავს თუ არა ადამიანის შესაძლებლობებს. ასევე მოვიდა “ვეფხისტყაოსანი “- შერმადინისა და ავთანდილის საუბარი, რომ ემშვიდობებიან და ავთანდილი ანდერძს რომ ტოვებს. არ ვიცი რა შედეგს ვაჩვენებ, მაგრამ ჩემი აზრით ნორმალურად დავწერე და ესეც არ უნდა ყოფილიყო ცუდი”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მარგარიტა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება