ტემპერატურის დაფიქსირების მიზეზით 50-მდე მოსწავლე თბილისსა და რეგიონებში სასწავლო პროცესს ჩამოშორდა
პირველი ოქტომბრის შემდეგ, რაც სკოლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, 50-მდე ბავშვს სიცხე დაუფიქსირდა და სასწაცლო პროცესს დროებით ჩამოშორდა.
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ეს დიდი რაოდენობა არ არის.
„ვაკვირდებით დინამიკას როგორ მიმდინარეობს პროცესები და აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვცვლით ინფორმაციებს. როდესაც მოსწავლეები შედიან სკოლის შენობაში, ხდება სიცხის გაზომვა. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირს დაუფიქსირდება სიცხე, გარკვეული პერიოდის განმვავლობაში ისინი ტოვებენ სკოლის შენობას, ან გადადიან განსხვავებულ სივრცეში, რამდენიმე წუთის მერე ხდება ხელახალი გადამოწმება და გაზომვა. თუ დაუფიქსირდებათ კიდევ სიცხე მოსწავლეს, არსებობს ყველა საჯარო სკოლაში საიზოლაციო ოთახი სადაც გადაჰყავს დამრიგებელს და ხდება მშობლის ინფორმირება. არსებობს შემდგომი პროტოკოლი, როდესაც მშობელმა უნდა მიმართოს პოლიკლინიკის ექიმს და საჭიროების შემთხვევაში დარეკოს 112-ში“, -განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან