ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი კანცლერობის ერთადერთი კანდიდატი მოქმედი დეპუტატი კარლო კოპალიანია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნები უნდა გაიმართოს. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კარლო კოპალიანია და მისი მოსმენა უნივერსიტეტში უკვე გაიმართა.
კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები ჯერ დააყენეს და შემდეგ უკვე მოხსნეს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ბექა მაისურაძემ და სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მალხაზ ლომთაძემ.
აირჩევს თუ არა აკადემიური საბჭო ჯერ ისევ მოქმედ დეპუტატს კანცლერად, დღეს გვეცოდინება.
ტექნიკურ უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში რექტორის არჩევნებიც უნდა გაიმართოს.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება