ტესტების რომელი ვარიანტები იყო რთული აბიტურიენტების გამოცდებზე – გამოცდების ცენტრის პასუხი
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო და აგვისტოს პირველ ნახევარში აბიტურიენტებს ყველა საგნის პირველადი შედეგის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა ტესტში მიღებული საბოლოო ქულა შეიძლება შეიცვალოს, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის განცხადებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ვარიანტისგან შედგება ტესტი, რომელიც აბიტურიენტმა დაწერა და ასევე საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგებზე.
„იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებული იყო ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი, მათი საბოლოო ქულა დგინდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვისა და გათანაბრების შემდეგ, ხოლო რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა ტესტის ერთი ვარიანტი იყო გამოყენებული, ამ შემთხვევაში აბიტურიენტის ნედლი ქულა, რომელსაც ახლა გამოვაქვეყნებთ, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აბიტურიენტი გადაწყვეტს, რომ გააკეთოს აპელაცია. “, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას ტესტების ვარიანტების სირთულის შესახებ და განმარტა, რომ სხვაობა ვარიანტებს შორის დიდი არ არის.
„დიდი განსხვავებები ვარიანტებს შორის სირთულის მიხედვით არ არის. არის მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც უკვე გათანაბრების შემდეგ გამოვლინდება, თუმცა გათანაბრება მოხდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება სააპელაციო განაცხადების მიღება და მათი განხილვა“, – აღნიშნა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან